ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ქეით მოსი: ჯონი დეპს არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ

დღეს, 25 მაისს, ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო სხდომაზე სუპერმოდელმა და დეპის ყოფილმა მეგობარმა გოგომ, ქეით მოსმა ჩვენება მისცა.

მოსი ჩვენების მისაცემად საკუთარი სახლიდან ჩაერთო და უარყო, რომ ჯონი დეპმა ის კიბიდან დააგორა. მისი თქმით, ის და დეპი იამაიკაში იყვნენ, როდესაც სახლის კიბეებზე თავად დაგორდა.

ჯონი დეპის მოსამართლე: რა მოხდა, როდესაც დეპთან ერთად იამაიკაში იყავით?

ქეით მოსი: ოთახიდან გავდიოდით, ჯონმა მე გამასწრო. გარეთ კოკისპირული წვიმა იყო და მას შემდეგ, რაც ოთახიდან გავედი, კიბეზე ჩავსრიალდი და ზურგი დავიზიანე. ვიკივლე, რადგან არ ვიცოდი, რა დამემართა და ტკივილს ვგრძნობდი. ის [ჯონი დეპი] სირბილით მოვიდა ჩემ დასახმარებლად, ოთახში შემიყვანა და სამედიცინო დახმარება გამიწია.

ადვოკატი: დეპმა კიბეზე დასაგორებლად როგორმე გიბიძგათ?

ქეით მოსი: არა. მას არასდროს უკრავს ხელი, დაურტყამს, ან კიბეზე დავუგორებივარ.

სუპერმოდელი ჩვენების მისაცემად სასამართლოში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ჰერდმა ჩვენებისას მოსი ახსენა. მსახიობის თქმით, დეპმა მასზეც იძალადა და ცნობილი მოდელი კიბიდან დააგორა. ჰერდის ბრალდების შემდეგ დეპის ადვოკატებს მოსის სასამართლოზე გამოძახების იურიდიული საფუძველი მიეცათ.

დეპმა და მოსმა ურთიერთობა 1994 წელს დაიწყეს. წყვილი ხშირად ჩხუბობდა, რის გამოც მათი რომანი არაერთხელ მოექცა ყვითელი ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში. ოთხი წლის შემდეგ, 1998 წელს, ურთიერთობა დასრულდა, მალე დეპმა ფრანგი მომღერალი და მსახიობი, ვანესა პარადი გაიცნო, რომელიც მოგვიანებით მისი ცოლი გახდა. 

დეპსა და ჰერდს შორის მიმდინარე გახმაურებული სასამართლო პროცესის დეტალებს გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები