ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ამბერ ჰერდმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა

El Pais

ამბერ ჰერდის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში ოფიციალური სარჩელი შეიტანეს. მსახიობი ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ ვერდიქტს არ ეთანხმება.

ჰერდი და მისი წარმოამდგენლები მიიჩნევენ, რომ მსაჯულებმა არ მიაქციეს ყურადღება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე მათზე იმოქმედა საზოგადოებაში ჩამოყალიბებულმა მცდარმა აზრმა დეპის უდანაშაულობის შესახებ.

ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. თავის მხრივ დეპს ჰერდისთვის 2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. 

ამბერ ჰერდის ადვოკატის, ელეინ ჩარლსონ ბრედჰოფტის თქმით, მის კლიენტი ვერ შეძლებს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდას.

გახმაურებული ვარსკვლავური სასამართლო დავის მნიშვნელოვანი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები