ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ემილი ჰემპშაირი დეპი/ჰერდის ჰელოუინის კოსტიუმის გამო გააკრიტიკეს, მსახიობი ბოდიშს იხდის

ემილი ჰემპშაირი
Skpop.com

სერიალ Schitt's Creek-ის ვარსკვლავმა ემილი ჰემპშაირმა ჰელოუინის წვეულებიდან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. მსახიობს საჰელოუინოდ ჯონი დეპის კოსტიუმი ეცვა, რამდენიმე ფოტოში კი მისი მეგობარი ამბერ ჰერდს ასახიერებდა. 

ქალი, რომელიც ჰერდს ასახიერებს ფოტოებში ატირებულია და ამავდროულად ხელში სათამაშო ფეკალია უჭირავს. 

ჰემპშაირის ხუმრობას საზოგადოების ნაწილი ნეგატიური კომენტარებით შეხვდა. მათი აზრით მსახიობს არ უნდა ეხუმრა წყვილზე, რომელსაც ახლო წარსულში სასამართლოში ოჯახური ძალადობის საქმეზე ჰქონდა დავა.

მსახიობმა მოგვიანებით ფოტოები წაშალა და ბოდიში მოიხადა:

"მინდა ვისაუბრო ჩემს მიერ ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე უაზრო და ეგოისტურ საქციელზე. სულელურად ვიფიქრე, რომ ჰელოუინისთვის ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის კოსტიუმებში გამოწყობა სასაცილო იქნებოდა. ოჯახური ძალადობა არასდროს არის სასაცილო. ეს სერიოზული საკითხია. მომავალში მსგავს არაფერს ვიზამ, ბოდიშს ვიხდი".

დეპისა და ჰერდის სასამართლო ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დავა იყო, რომელიც 2022 წელს დეპის გამარჯვებით დასრულდა. მრავალწლიან საქმეში ორივე მხრიდან ერთმანეთის მიმართ ოჯახური ძალადობის ბრალდებები ფიგურირებდა. დეპის თქმით ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ ლოგინში ფეკალური მასა დახვდა, მსახიობის აზრით საძინებელში ჰერდმა მოისაქმა.

კომენტარები