ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ამბერ ჰერდმა და ჯონი დეპმა შეთანხმებას მიაღწიეს

Vanguard News

ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის დაწყებული დავა დასრულდა. ივნისში გამართულ სასამართლოში დეპმა გაიმარჯვა, მის ყოფილ ცოლს კი 10.35 მილიონის გადახდა დაეკისრა. 

ჰერდის თქმით ყოფილ ქმართან თანხის გადახდაზე შეთანხმებას მიაღწია. დეპი ყოფილი ცოლისგან 1 მილიონ დოლარს მიიღებს. 

"დრო ძვირფასია და მინდა პროდუქტიულად გამოვიყენო. ძალიან ბევრი წელი ძვირი და რთული სასამართლო პროცესის გალიაში ვიჯექი. სისტემამ ვერ დამიცვა მე და სიტყვის თავისუფლება. ეს ჩემი არჩევანი არ იყო. სიმართლეს ვიცავდი, ახლა კი მომეცა შანსი გავთავისუფლდე 6 წლის წინ დაწყებული საქმისგან. ეს არ არის დათმობის აქტი, უბრალოდ ცხოვრება უნდა გავაგრძელო". – განაცხადა ჰერდმა.

გახმაურებული ვარსკვლავური სასამართლო დავის მნიშვნელოვანი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები