ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

სასამართლომ ამბერ ჰერდს სააპელაციო საჩივარი არ დაუკმაყოფილა

Hollywood Life

სასამართლომ ამბერ ჰერდს 7 პუნქტისგან შემდგარი სააპელაციო საჩივარი არ დაუკმაყოფილა. 

"ნაფიცმა მსაჯულებმა წინასწარ შემოწმება გაიარეს. სასამართლოს აზრით მსაჯულებმა პირნათლად შეასრულეს ყველა ინსტრუქცია და სასამართლოს მითითება. მსაჯულებმა კომპეტენტური გადაწყვეტილება მიიღეს". – ამბობს მოსამართლე პენი აზკარატე.

5 ივლისს ჰერდის ადვოკატებმა სასამართლოში ოფიციალური სარჩელი შეიტანეს. მსახიობი ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ ვერდიქტს არ ეთანხმებოდა. 

ჰერდი და მისი წარმოამდგენლები მიიჩნევენ, რომ მსაჯულებმა არ მიაქციეს ყურადღება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე მათზე იმოქმედა საზოგადოებაში ჩამოყალიბებულმა მცდარმა აზრმა დეპის უდანაშაულობის შესახებ.

ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. თავის მხრივ დეპს ჰერდისთვის 2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. 

ამბერ ჰერდის ადვოკატის, ელეინ ჩარლსონ ბრედჰოფტის თქმით, მის კლიენტი ვერ შეძლებს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდას.

გახმაურებული ვარსკვლავური სასამართლო დავის მნიშვნელოვანი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები