კულტურის სამინისტრო

პროფკავშირი: ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

თეა წულუკიანი

24 მაისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. 

როგორც საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, გათავისუფლების "საფუძველს ბრძანების მიხედვით წარმოადგენს აღნიშნულ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია".

"თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები გაიცა რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის ოქმის შესაბამისად". – წერია პროფკავშირის განცხადებაში.

როგორც პროფკავშირი განცხადებაში აღნიშნავს, გათავისუფლებული თანამშრომლები იყვნენ "მაღალი დონის პროფესიონალები".

"ამ ეტაპზე გათავისუფლებულ იქნა ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი – მაღალი დონის პროფესიონალების გუნდი". – წერია პროფკავშირის განცხადებაში. 

კომენტარები