საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მართვის უფლება ჩამოართვა.
15 აგვისტოს განკარგულებაში წერია, რომ ბლექ სი არენა და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი 100%-იანი აქტივით, მართვის უფლებით უსასყიდლოდ და პირდაპირი გადაცემის ფორმით გადადის საქართველოს მთავრობის მფლობელობაში.
აღნიშნულ განკარგულება ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
"სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ბლექ სი არენა ჯორჯიასა და შპს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადმოეცეს მთავრობას, მათი არსებობის ვადით, ხოლო აღნიშნულ საწარმოთა მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ". - წერია განკარგულებაში.





