თელავის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძე იქნება. ივანიშვილის კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ბექა დავითულიანმა და გიორგი მირცხულავამ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძე და თეატრის დირექტორი ზაქრო რაზმაძე დღეს, 2 ივლისს წარუდგინეს.
"თელავის თეატრში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე ესწრებოდა, ისაუბრეს თეატრის სამომავლო გეგმებზე და საჭიროებებზე.
აღინიშნა, რომ თეატრის ახალ ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა აქვს და დასის ძველ და ახალ წევრებთან ერთად თელავის თეატრი ღირსეულად გააგრძელებს დიდ ტრადიციებს" - აცხადებს სამინისტრო.
თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღანელის პოსტს 13 წლის განმავლობაში პაატა გულიაშვილი იკავებდა. ის თეატრიდან გასული წლის თებერვალში წავიდა.





