საქართველო-უკრაინა

უკრაინიდან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს

Od.npu.gov.ua

უკრაინის პოლიციის ოდესის ოლქის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინიდან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს.

დეპარტამენტის ცნობით, 44 წლის ქართველი, რომელიც არაერთხელ ნასამართლევია, უკრაინაში რუსი და ქართველი "კანონიერი ქურდების" ინტერესებს წარმომადგენდა. იგი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ სანქცირებულ მოქალაქეთა სიაში შევიდა, როგორც პირი, რომლის ქმედებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

სამართალდამცველებმა ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს ქვეყანა იძულებით დაატოვებინეს და უკრაინაში შესვლა სამი წლით აუკრძალეს.

კომენტარები