საქართველო-უკრაინა

ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა

როგორც მაშინ ვამბობდით, ახლაც იგივე პოზიციაზე ვართ: მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხსა და მშვიდობას. ჩვენ ზუსტად იმ პოზიციაზე ვართ, რა პოზიციაზეც ამ წლების განმავლობაში ვიყავით. საპასუხოდ მივიღეთ ჩვენი ელჩის გამოძევება. მეტიც, ბატონმა ზელენსკიმ ჩვენი პრემიერმინისტრი და მთავრობის გარკვეული წევრები დაასანქცირა. ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო [კობახიძესთან] - ასე დაემართება ყველა უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ ლიდერს - ლიდერს ბრჭყალებში. საბოლოო ჯამში, ყველა ამ ბედს გაიზიარებს [...]

უკრაინაში ვხედავთ იმას, რომ განსხვავებული აზრი არ ისმის, არცერთი ოპოზიციური მედია არ ოპერირებს, არცერთი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია იქ არ არსებობს. არცერთი მიმართულებით, სადაც დემოკრატიამ შეიძლება ხმა ამოიღოს და სადმე სუნთქავდეს, არ არსებობს. სამაგიეროდ, როგორ არის დასავლეთიდან შეფუთული? - ლიდერი, მთელი ხალიჩა, დემოკრატია და ასე შემდეგ [...] ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს. არ ვიცი, ის ლეგიტიმური თუ არალეგიტიმურია, რადგან ვადა ამოეწურა. ეუბნებიან, არჩევნები ჩაატაროს, მაგრამ არ ატარებს. გვქონია შემთხვევა, როცა ომი მიმდინარეობდა, მაგრამ დანარჩენ ნაწილში არჩევნები ჩატარდა - თუ ვინმეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა, მსოფლიო სინამდვილეში ასეთი პრაქტიკა არსებობს.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები