რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემას გეგმავს – Reuters

აშშ-ს საზღვაო ძალები Harpoon-ის რაკეტის გაშვებისას

აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემას გეგმავს, რაც ქვეყანას შავი ზღვის პორტების განბლოკვაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ მედია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს

გამოცემის თანახმად, საუბარია Harpoon-ისა და NSM-ის Naval Strike Missile ტიპის ანტი-სახომალდო რაკეტებზე. ამასთან ერთად, უკრაინა ამ რაკეტების მიწოდებას დიდი ხანია ითხოვს. ხსენებულ შეიარაღებას შავი ზღვის პორტებიდან რუსეთის საზღვაო ფლოტების დაშორება შეუძლია, რაც უკრაინას მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადაზიდვის განახლების საშუალებას მისცემს.

ამასთან ერთად, ამ ტიპის რაკეტები საზღვაო ბაზირების პრინციპზე მუშაობენ და მათი ჩაშვება ხმელეთიდან შეუძლებელია. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით $100 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცა.

ეს დახმარება უკვე მეათე შემთხვევაა, როცა ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად პრეზიდენტის საგანგებო უფლება გამოიყენა და აშშ-ს მარაგებიდან იარაღი ქვეყანას კონგრესის ნებართვის გარეშე გადასცა. 

ენტონი ბლინკენის თქმით, თუ ამ $100 მილიონს გავითვალისწინებთ, 24 თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ-მ უკრაინას ჯამში 3.9 მილიარდი სამხედრო დახმარება გაუწია. 

ჯონ კირბიმ აღნიშნა, ახალი თავდაცვითი პაკეტი მოიცავს დამატებით 18 155 მმ-იან ჰაუბიცს, 18 ტაქტიკურ მანქანას და დამატებით 3 კონსტრსაარტილერიო რადარს. აშშ-მ უკრაინას უკვე გაუგზავნა Switchblade-ებიPhoenix Ghost-იStinger-ის საზენიტო რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Mi-17 ვერტმფრენები, Humvee-ს ტიპის შეჯავშნული მანქანები, მილიონობით ჭურვი და ყუმბარა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად კონგრესს დამატებით $33 მილიარდის გამოყოფა სთხოვა. ამის საპასუხოდ, გუშინ, 19 მაისს კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დამატებით $40 მილიარდის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები