რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა ორი ბრიტანელი მოხალისე გაიტაცეს

რუსი ოკუპანტები უკრაინაში

უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისას რუსმა ოკუპანტებმა ორი ბრიტანელი მოხალისე გაიტაცეს - ინფორმაციას არაკომერციული პრეზიდიუმის ქსელის თანადამფუძნებელზე, დომინიკ ბირნზე დაყრდნობით CNN ავრცელებს

მოხალისეები ორგანიზაციას ორშაბათიდან, 25 აპრილიდან არ დაკავშირებიან - ისინი ქალაქ ზაპორიჟიეს სამხრეთით მიემგზავრებოდნენ, რათა ევაკუაციის ორგანიზებაში მიეღოთ მონაწილეობა. 

ოჯახის წევრები, რომლის ევაკუაციასაც მოხალისეები ცდილობდნენ, რუსმა ჯარისკაცებმა წაიყვანეს და დაკითხეს - ოკუპანტებმა მათ ჰკითხეს, იყვნენ თუ არა მოხალისეები "ბრიტანელი ჯაშუშები". საბოლოოდ, ოჯახის წევრები გაათავისუფლეს, ახლა ისინი პოლონეთში, უსაფრთხოდ არიან. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები