ალტ-ინფო

"რუსეთის ოფისი" – ჭიათურაში ალტ-ინფოს ოფისის შესასვლელზე წარწერა გააკეთეს

Nodar Chachanidze / Facebook

ჭიათურაში პუტინისტური პლატფორმა ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის – კონსერვატიული მოძრაობის ოფისის ფასადს წარწერები გაუკეთეს.

"პრივეტ ბორია. რუსეთის, პუტინის ოფისი". - ძალადობრივი, პრორუსული დაჯგუფების ოფისზე გაკეთებული წარწერები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ალტ-ინფო ძალადობრივი, პუტინისტი პლატფორმაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული "ჯვრის დაცვის" აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით.

კომენტარები