მისი რეჟიმის საქციელი ჩვენი ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ პერიოდში ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის რბილი სატელიტი პუტინის ბოროტების იმპერიის.
ყველა ოლიგარქს პუტინის გარემოცვიდან აქვს ერთი მთავარი პრობლემა - თავისუფალი სამყარო სრესს პუტინის ბოროტების იმპერიას სანქციებით. ისინი ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ამ სანქციებს, ამ დროს კი, მათთან ერთად გაზრდილი ოლიგარქი, რომელსაც ხელში ჩაუვარდა მთელი ქვეყანა, შეეცდება, დაეხმაროს ოლიგარქებს სანქციებისგან თავის არიდებაში. ივანიშვილის რეჟიმის ქმედებები, მისი წარსული და საჯარო განცხადებები ყველანაირი ჩანაწერების გარეშე ადასტურებს ამ ეჭვის საფუძვლიანობას.