რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე საქართველოში ჩამოასვენეს. დაღუპულთათვის პატივის მისაგებად მათ ცხედრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მოქალაქეები დახვდნენ.

ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე უკრაინაში 16 აპრილს დაიღუპნენ. იმავე დღეს დაიღუპა არკადი კასრაძეც, რომელიც საქართველოში 23 აპრილს ჩამოასვენეს. ცაავა წალენჯიხაში, ხოლო ბიწაძე რუსთავში გადაასვენეს.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა – გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე და არკადი კასრაძე.

კომენტარები