რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრძოლაში კიდევ 3 ქართველი დაიღუპა – უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი

UNIAN

უკრაინაში მყოფი ქართველის, ვანო ნადირაძის ინფორმაციით, კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. თავდაპირველად ნადირაძემ Facebook-ზე ინფორმაცია გაავრცელა ქართველი პარტიზანების ერთი წევრის, არკადი კასრაძის გარდაცვალებაზე, ხოლო შემდეგ კიდევ ორი მებრძოლის, ზაზა ბიწაძის და ალიკა ცაავას დაღუპვის შესახებ დაწერა.

ტაბულას კასრაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. კიდევ ორი დაღუპულის შესახებ ცნობებს უწყებაში ჯერ კიდევ აზუსტებენ. ქართველი მებრძოლების დაღუპვას გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საელჩოც.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში კიდევ 6 ქართველი მებრძოლი დაიღუპა – გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი. მარიუპოლის ალყის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.

კომენტარები