ჩოგბურთი

რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები უიმბლდონზე არ დაიშვებიან

Befunky

უიმბლდონის ტურნირზე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს არ დაუშვებენ. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით გამოცემა New York Times ავრცელებს.

18 მარტს ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა მოქმედ მეორე ჩოგანს, დანიილ მედვედევს რუსეთის აგრესიისა და პუტინის ქმედებების დაგმობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტსმენს უიმბლდონზე არ დაუშვებდნენ

მედვედევის გარდა, საუკეთესო ასეულში არაერთი რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელია. მათ შორის არიან ანდრეი რუბლოვი, კარენ ხაჩანოვი, ილია ივაშკა, ვიქტორია აზარენკა და არინა საბალენკა.

ოთხი გრანდ სლემიდან ერთ-ერთი, უიმბლდონი პრესტიჟული ჩოგბურთის ტურნირია. 2022 წლის უიმბლდონი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

წყარო: NY Times

კომენტარები