რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანიილ მედვედევს უიმბლდონზე სათამაშოდ შესაძლოა პუტინის დაგმობა მოუწიოს

Yahoo Sport Australia

მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი დანიილ მედვედევი უიმბლდონის ტურნირზე შესაძლოა არ დაუშვან.

დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრის, ნაიჯელ ჰადლსტონის თქმით არ არის საკმარისი მხოლოდ რუსეთის დროშით ასპარეზობის აკრძალვა. სპორტსმენებმა, როგორც ინდივიდებმა, უნდა დააფიქსირონ აზრი უკრაინაში მიმდინარე ომზე და დაგმონ ვლადიმირ პუტინის ქმედებები.

"აბსოლუტურად არავინ გამოვა მოედანზე რუსული დროშით. მაგრამ არ მგონია ეს საკმარისი იყოს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ისინი ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერები არ არიან. მათ ცალსახად უნდა აჩვენონ საფეხბურთო სამყაროს, რომ არ ამართლებენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში". – ამბობს ჰადლსტონი.

მედვედევმა ომის დაწყების შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ მშვიდობის მომხრეა, ასევე ჩოგბურთელმა სოციალური ქსელის პროფილიდან რუსეთის დროშა ამოიღო. სხვა კომენტარი მოქმედ პირველ ნომერს ჯერ არ გაუკეთებია.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით რუსი და ბელარუსი სპორტსმენები რუსული დროშის ქვეშ ვერ იასპარეზებენ. ჩოგბურთი სპორტული სახეობების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, სადაც აგრესორი ქვეყნების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მონაწილეობა.

2022 წლის მესამე გრანდ სლემის ტურნირი, უიმბლდონი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

კომენტარები