რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფინეთი უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს

ფინეთი უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის და რა გზით მოხდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც სამინისტროს განცხადებაში წერია, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, მათ გაითვალისწინეს როგორც უკრაინის საჭიროებები, აგრეთვე ფინეთის თავდაცვის ძალების რესურსები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები