რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გასაყვანად ჰუმანიტარული დერეფანი შეათანხმეს

Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, დღეს, 20 აპრილს, უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებუისა და მოხუცების გამოსაყვანად ჰუმანიტარული დერეფანი შეათანხმეს.  

"მარიუპოლში კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, დღეს ჩვენს ძალისხმევას ამაზე მივმართავთ. 

ჩვენ მოვახერხეთ ჰუმანიტარული კორიდორის წინასწარ შეთანხმება ქალებისთვის, ბავშვებისა და მოხუცებისთვის". - წერს ის. 

ევაკუაცია ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება - მოქალაქეებს მარიუპოლიდან ჯერ მანგუშში, შემდეგ ბერდიანსკში, ტოკმაკში, ორიხივში, ბოლოს კი ზაპოროჟიეში გადაიყვანენ.  

"უსაფრთხოების ძალიან რთული სიტუაციის გამო, შეიძლება, დერეფანი შეიცვალოს, ამიტომ, გთხოვთ, ოფიციალური განცხადებების შესაბამისად იმოქმედეთ. 

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერმა გამართულად იმუშავოს". - წერს ვერეშჩუკი.  

BBC-ის ინოფორმაციით, ქალაქიდან, დაახლოებით, 6 000 ადამიანს გამოიყვანენ - მომზადებულია 90 ავტობუსი.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები