რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლვოვში, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა და 8 დაშავდა

ლვოვი
UNIAN

რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმებს ლვოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 8 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. 

ინფორმაციას ლვოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.  

მისივე ცნობით, ქალაქს ოთხი რაკეტა დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები