ქართული ოცნების წევრი, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება. მისი სიტყვებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მოლოდინი, "ეხილათ საქართველო ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული", გაცრუებულია.
"მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, რომ ეხილათ საქართველო მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია. ანგარიში, უპირატესად, შემოიფარგლება მითითებით არა საკუთრივ დარღვევის ფაქტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ან, მაგალითად, ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის ვარაუდზე.
ასეთი ვითარება ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პოლიტიკური პატიმრობის საკითხთან დაკავშირებითაც არის, ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები. სხვათა შორის, ზუსტად იგივე კონტექტში არიან მოხსენიებული ბატონები - მელია და რურუა". - ამბობს სარჯველაძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრობლემებზე, შესაბამისი უწყებების მიერ თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებზე, გამოძიებებზე, რომლებიც, სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად.
შეჯამებაში ასევე ხაზგასმულია კონფიდენციალურობის უკანონო დარღვევის პრობლემა, ძალადობა და მუქარა ჟურნალების მიმართ, მშვიდობიანი დაჯგუფებებისა და გაერთიანებების შეზღუდული პატივისცემა, დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან მუქარას ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ქვიარ, ინტერსექს ადამიანებისა და აქტივისტების მიმართ.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში რიგი დანაშაულების გამო დაუსჯელობა პრობლემად რჩება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ასევე საუბარია 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი სხვადასხვა საკითხის შესახებ. მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მის მიმართ მოპყრობის, ნინოწმინდის პანსიონის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სხვა საკითხების შესახებ.
- 2021-ში გაიზარდა LGBTQI+ პირებზე თავდასხმები, კულმინაცია 5 ივლისი იყო – სახელმწიფო დეპარტამენტი
- ინსპექტორი 2022-ში გადააყენეს, მიუხედავად იმისა, რომმანდატის დასულებამდე 3 წელი რჩებოდა – აშშ
- აშშ: სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები ლაშქარავას დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული
- მუხთარლის საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობაზე შეშფოთება არსებობს – აშშ
-
აშშ ანგარიშში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ქვეთავში სააკაშვილზეც საუბრობს