აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2021

კობახიძე სააკაშვილზე: ალბათ არ უნდა დაგვეჭირა და უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად

ალბათ არ უნდა დაგვეჭირა [მიხეილ სააკაშვილი] და ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან. ეს იქნებოდა ჰუმანური, ალბათ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, სახელმწიფომ იმოქმედა როგორც სისტემამ, ისე როგორც უნდა ემოქმედა და  ეს პირი იქნა დაკავებული, როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლის ქვეთავში, რომელიც წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ეხება საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ.

კომენტარები