აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2021

ბოკერია აშშ-ს ანგარიშზე: ესაა აღწერა ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციისკენ სვლის

ესაა აღწერა ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციისკენ სვლის, ჩემი აზრით. რაც შეეხება იმას, ცვლის თუ არა ეს ანგარიში დღის წესრიგს, ცალკე აღებული არ ცვლის, დღის წესრიგი რჩება იგივე, რაც იყო აქამდე. ეს ანგარიში უბრალოდ აღწერს ვითარებას და რაც შეეხება იმას, რა ფაქტორად შეიძლება იქცეს საერთაშორისო პოზიცია, პარტნიორების, დიახ, ესაა ფაქტორი და საქართველოს მოქალაქეებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა პირველ რიგში, უნდა ბოლომდე მოვახდინოთ ამის გამოყენება, იმისთვის, რომ მშვიდობიანად შეიცვალოს ეს რეჟიმი. მშვიდობიან შეცვლას სჭირდება ორი კომპონენტი, პირველი და უმნიშვნელოვანესი, ესაა ქვეყნის შიგნით დიდი მორალური უპირატესობის მოპოვება და ფაქტობრივი უპირატესობის საზოგადოების შიგნით, ამ რეჟიმის და უბრალოდ უმრავლესობა საკმარისი არაა ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად, მეორე, ესაა მკაფიო საერთაშორისო წნეხის ორგანიზება, რომელიც ქართული საზოგადოების პოზიციას დაეყრდნობა. ეს მოხსენებაც, ერთი კომპონენტია ამ საკითხში.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშზე.

კომენტარები