რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინაში სამხედრო ოპერაცია გამიზნულია იმისთვის, რომ აშშ-ს უგნურ კურსს ბოლო მოეღოს

Sergei Chirikov/EPA/Shutterstock

"სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გამიზნულია იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს აშშ-ს მსოფლიოზე სრული დომინირების უგნურ კურსს"- ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. 

მისივე თქმით, აშშ-სა და დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ძალიან შეიცვალა. 

"დაიწყო ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, პოლიტიკა, რომელიც ასახავს სიბრაზეს, გარკვეულწილად სიგიჟესაც კი".- ამბობს ლავროვი. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ასევე თქვა, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის "სამხედრო ოპერაციებს" არ შეაჩერებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები