რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: ტყვეები გავცვალეთ, 12 სამხედრო და 14 მშვიდობიანი მოქალაქე სახლში ბრუნდება

ОП

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მესამედ გაცვალეს, რის შედეგადაც უკრაინის 26 მოქალაქე, მათ შორის, 10 ქალი გაათავისუფლეს.

"პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს მესამედ გავცვალეთ ტყვეები. 12 ჩვენი სამხედრო სახლში ბრუნდება, მათ შორის ერთი ოფიცერი ქალია. ასევე, გავათავისუფლეთ 14 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 9 ქალი". – წერს ვერეშჩუკი Telegram-ზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები