რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BBC: რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინაში გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უხელმძღვანელებს

BBC ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში სარდლები შეცვალა. წყაროს თქმით, ამიერიდან რუსეთის სამხედრო ოპერაციებს გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უხელმძღვანელებს.  

რუსეთის ახალ მთავარსარდალს, ალექსანდრ დვორნიკოვს სირიაში საბრძოლო ოპერაციების დიდი გამოცდილება აქვს. აქამდე დვორნიკოვი რუსეთის სამხრეთ-სამხედრო ოლქის მეთაური იყო.

"ალექსანდრ დვორნიკოვს სირიაში რუსული ოპერაციების ხელმძღვანელობის დიდი გამოცდილება აქვს. ასე რომ, ჩვენ საერთო დისციპლინისა და კონტროლის გაუმჯობესებას მოველით." - თქვა BBC-ის ანონიმურმა წყარომ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები