რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ელჩი გაეროს: უკრაინის მთავრობა, ზელენსკის მეთაურობით, ნაცისტები არიან

ვასილი ნებენზია
AFP

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოჩართვის შემდეგ, შეხვედრაზე სიტყვით რუსეთის წარმომადგენელი გაეროს უშიშრეობის საბჭოში, ვასილი ნებენზია გამოვიდა. 

მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა - პრეზიდენტი ზელენსკის ხელმძღვანელობით, რომელიც ებრაელია - ნაცისტები არიან. 

ვასილი ნებენზიამ რუსეთის ჯარების მიერ ბუჩაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების შესახებ ბრალდებები უარყო და თქვა, რომ შეიმჩნევა "აშკარა შეუსაბამობა მოვლენებში, რომლებიც ნაჩვენებია უკრაინული და დასავლური მედიით".

ასევე, მან თქვა, რომ უკრაინის ქალაქში ჟურნალისტების მიერ ნაპოვნი ცხედრები არ იყო იქ რუსული ძალების გაყვანისას და დასძინა, რომ ეს "დადასტურებულია რამდენიმე ვიდეოთი". 

"ცხედრები არანაირად არ ჰგავს მათ, ვინც ქუჩაში სამი, ან ოთხი დღის განმავლობაში იწვა." - ამბობს რუსეთის ელჩი გაეროში.

ამის საპასუხოდ, BBC ამერიკული კომპანიის, Maxar-ის მიერ მიწოდებულ ფოტოებს აქვეყნებს და აზუსტებს, რომ ბუჩის იმავე ქუჩაზე გვამები 19 მარტსაც იყო. რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი მარტის ბოლოს დატოვეს. 


ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.  ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები