ბრაზილია

ბრაზილიაში საოჯახო სასტუმროში ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 11

Corpo de Bombeiros

ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში საოჯახო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა

მეხანძრეების თქმით, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით 2 საათზე გამოიძახეს და ხანძარი 2 საათში ჩააქრეს. 

"კრიმინალისტები უკვე ადგილზე არიან და ცხედრები გაიტანეს. შენობა კორდონებით არის გარშემორტყმული და კრიმინალისტები სიტუაციას აკონტროლებენ". - თქვა ვიცე-პოლკოვნიკმა, ლუსიო ხუნეს და სილვამ CNN Brasil-თან საუბრისას. 

ვიცე-პოლკოვნიკმა დაამატა, რომ ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზებზე ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ.

სახანძრო დეპარტამენტის თანახმად, სასტუმროს შენობაში ოთახები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო, ამიტომ ცეცხლი მარტივად გავრცელდა და იქ მყოფებს გაქცევა გაუჭირდათ. 

დაწესებულებას არ ჰქონდა საოჯახო სასტუმროდ მუშაობის ლიცენზია და ხანძრის შემთხვევაში საგანგებო გეგმა არ ჰქონია. 

კომენტარები