საქართველო-უკრაინა

კობახიძე უკრაინის დაზვერვაზე: დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, წარმოადგინონ წყარო

"როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე" - ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასრომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

ქართული ოცნება ბრალდებას "მარტივ აბსურდს" და "წითელი ხაზების გადაკვეთას" უწოდებს. ირაკლი კობახიძის თქმით, "ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი - ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი".

"რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება-არდამტკიცებას, ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე.

ჩვენი პოზიცია არის მარტივი: უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინის წყარო, ინფორმაციის წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ყველაფერზე, თუმცა, ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ვერც ვერავითარ წყაროს, ვერც ვერავითარ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ. ამას აქვს მარტივი მიზეზი - ეს არის აბსურდი და ამის წარმოდგენა ვერ მოხდება" - ამბობს კობახიძე.

კომენტარები