საქართველო-უკრაინა

კობახიძე უკრაინის დაზვერვაზე: აქაური რადიკალური ოპოზიცია იქ ხელისუფლების ნაწილია

ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ვიხილეთ უახლოეს წარსულში, მათ შორის ელჩის გაწვევის სახით, ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი - ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი, იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეს არის სამწუხარო რეალობა. 

ეს კონკრეტული ბრალდება არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამასაც რბილად ვამბობ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა, მაინც მზად ვართ, ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი მეგობრების, ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესების [დაცვას]

ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასრომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

კომენტარები