ჩემი ინფორმაციით, წარდგინება დავით ზალკალიანთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ხნის გაგზავნილია. ანუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული უფრო ადრე, ვიდრე საჯაროდ გახდა ცნობილი ამის თაობაზე. ამას მოჰყვა მთელი რიგი სპეკულაციები. ომის დაწყებამდეც კი იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, აქედან გამომდინარე ამ ვითარებასთან არავითარი კავშირი არ აქვს შესაბამის საკადრო გადაადგილებას. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის თანამდებობის დაკავებას, ვფიქრობ, რომ ვერავითარ შემთხვევაში ეს ვერ განიხილება როგორც დაქვეითება. ეს არის, პრაქტიკულად, თანაბარი რანგის და თანაბარი პასუხისმგებლობით დატვირთული თანამდებობა.
საქართველოს მთავრობა
კობახიძე ზალკალიანზე: გადაწყვეტილება ომის დაწყებამდეც კი იყო მიღებული – დაქვეითება არაა
tbl.ge/5xyn
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრემიერმინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობიდან გადააყენა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა, მის შემცვლელად კი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, პოლონეთში ყოფილი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაასახელა.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




