საქართველოს მთავრობა

პრემიერმა ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადააყენა და აშშ-ში ელჩად დანიშნა

დავით ზალკალიანი
ფორმულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობიდან გადააყენა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა. საგანგებო ბრიფინგზე ღარიბაშვილმა ზალკალიანს მადლობა გადაუხადა და "შემდგომ საქმიანობაში წარმატება" უსურვა. პრემიერმა ზალკალიანის შემცვლელად მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, პოლონეთში ყოფილი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაასახელა.

"აშშ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ბუნებრივია, როცა ჩვენ, ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერი არის ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანიოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. მე მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები