საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანი ჩაანაცვლა. ის პოლონეთში საქართველოს ელჩი იყო. 

"მას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში, საჯარო სექტორში, მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მე მჯერა, რომ ილია იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი, წლების წინ იგი მუშაობდა მინისტრის პირველი მოადგილის დარგში ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში, ბოლო წლებში, ოთხი წლის განმავლობაში ის იყო პოლონეთში საქართველოს ელჩი" - თქვა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება დავით ზალკალიანს, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

კომენტარები