რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: რუსების ტყვეობაში 11 ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი იმყოფება

უკრაინის ვიცე-პრემიერის,  ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, 3 აპრილის მდგომარეობით, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება კიევის, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის და დონეცკის რეგიონების 11 ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი.

ვერეშჩუკის თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებაზე, სამხედრო ტყვეების გაცვლის ნაწილიში. 

"ჩვენ ვატყობინებთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მათ შესახებ, ისევე როგორც სხვა უგზო-უკლოდ დაკარგულ მოქალაქეებზე და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან ინფორმაციის მიწოდებას დატყვევებული მშვიდობიანი მოსახლეობის ადგილსამყოფელისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ".- ამბობს ვერეშჩუკი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

.

კომენტარები