რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსების მიერ ნასროლ ჭურვს ქალაქ ლისიჩანსკში წლისა და 7 თვის ბავშვი ემსხვერპლა

რუსი ოკუპანტი უკრაინაში

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქი ლისიჩანსკი დაბომბეს. რუსების მიერ ნასროლი ჭურვი ერთ-ერთ სახლს დაეცა, რამაც წლისა და 7 თვის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

"ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად წლისა და 7 თვის ანგელოზი დავკარგეთ. მეორე რთული ოპერაციის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბავშვის უფროსი ძმის გადასარჩენად კი ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. მშობლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით, რუსო ნაბი*ვრებო". - წერს სერგეი გაიდაი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები