რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშვჩუკი: რუსეთმა ქვეყნიდან იძულებით 40 000 უკრაინელი გაიყვანა

უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთს უკრაინელები ქვეყნიდან იძულებით, უცნობი მიმართულებით, "კვაზი-ჰუმანიტარული კორიდორების" გამოყენებით გაჰყავს. მისი თქმით, რუსეთს შეეძლო ქვეყნიდან 40 000 ადამიანი გაეყვანა.

"მოსალოდნელია, რომ ძირითადად მოქალაქეებს არ უნდათ აგრესორის ტერიტორიაზე "თავის გადარჩენა". შესაბამისად რუსულ ძალებს იძულებით გაჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში ან უშუალოდ რუსეთში. უკვე საუბარია ამ სახით ათობით ათას იძულებით გადასახლებაზე" - თქვა ვერეშჩუკმა.

მისივე თქმით, ადამიანები რომლებიც კიევის ოლქიდან გაჰყავთ, შესაძლოა ბელარუსში მიჰყავდეთ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები