რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი პუტინზე: ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში

Petr David Josek/AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს. 

"უკრაინა არასდროს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის. თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ უიმედობისა და სიბნელის სამყაროსი ცხოვრებაზე. ჩვენ სხვაგვარი მომავალი გვაქვს, ნათელი, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული. იმედისა და სინათლის, წესიერებისა და ღირსების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების. ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში". – თქვა ბაიდენმა. 

განახლება: ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება – თეთრი სახლი

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები