რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება

REUTERS/Evelyn Hockstein

თეთრი სახლის განმარტებით, ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება.

"პრეზიდენტი საუბრობდა, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებსა და რეგიონზე. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან ქვეყანაში რეჟიმის შეცვლას". – თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

26 მარტს ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა – "ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები