რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში Facebook-ი და Instagram-ი "ექსტრემიზმის" გამო აკრძალეს

NurPhoto via Getty Images

რუსეთში კომპანია Meta-ს სოციალური ქსელები, Facebook-ი და Instagram-ი "ექსტრემიზმის" ბრალდების გამო აკრძალეს. გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ მიიღო. 

ამ გადაწყვეტილებით, რუსეთი სოციალურ ქსელებს საკუთარ ტერიტორიაზე მუშაობას უკრძალავენ.

ექსტრემიზმში დადანაშაულების მიზეზად დასახელდა 4 500-ზე მეტი მოთხოვნა – სოციალური ქსელებიდან წაეშალათ "ფეიკები", რომლებიც რუსეთის უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდებოდა, ასევე პოსტები, რომლებში იყო მოწოდებები არასანქცირებული შეკრებებისკენ. 

როგორც სასამართლოში ამბობენ, შეზღუდვა არ შეეხება ასევე Meta-ს მფლობელობაში მყოფ WhatsApp-ს. 

რუსეთის მოქალაქეები Facebook-ისა და Instagram-ზე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლისთვის არ დაისჯებიან, როგორც ამას რუსულ სამთავრობო მედიებში იუწყებიან.

რუსეთში ამ ორი სოციალური ქსელის ფუნქციონირება უკვე რამდენიმე დღეა რაც შეზღუდულია.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 26 თებერვალს, Facebook-მა რუსეთის სამთავრობო მედიებს რეკლამის გავრცელება და მათ პლატფორმაზე მონეტიზაცია აუკრძალა. ამის შემდეგ მარეგულირებელმა ორგანომ, როსკომნადზორმა 4 მარტს რუსეთში Facebook-ი დაბლოკა. ამავე ორგანომ Instagram-ს ფუნქციონირება 14 მარტს შეუწყვიტა. 

უკრაინაზე თავდასხმის გამო Meta-მ ზოგიერთ ქვეყანას Facebook-სა და Instagram-ზე რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ ძალადობრივ მოწოდებები ნებადართული გახადა

კომენტარები