რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტები პირველად გამოიყენა

რუსეთმა უკრაინასთან ომის დაწყებიდან თავისი უახლესი ჰიპერბგერითი რაკეტები პირველად გამოიყენა. ოკუპანტებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ კი ივანო-ფრანკოვსკის ოლქში იარაღის საწყობი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა გაავრცელა.

"18 მარტს ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სოფელ დელიატინში ჰიპერბგერითი რაკეტებით უკრაინელი სამხედროების უდიდესი, მიწისქვეშა საწყობი გავანადგურეთ". - ამბობს კონაშენკოვი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები