რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: მოლაპარაკებების პროცესში რუსეთმა პოზიციები შეარბილა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთმა პოზიციები შეარბილა. ამის შესახებ მან პოლონურ არხთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელსაც UNIAN ავრცელებს.

"შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთის დელეგაცია მკვეთრად შერბილდა. ახლა ისინი უფრო ობიექტურად განსჯიან სამყაროს და ძალიან სწორად იქცევიან".- თქვა მან.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის მიზანი ულტიმატუმების წაყენება იყო.

"ისინი სრულად აცნობიერებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც აღმოჩდნენ. მთელმა მსოფლიომ დაინახა, სიძლიერით მეორე არმია იძულებულია, დახმარება სთხოვოს ჩინეთს, ბელარუსს, ყაზახეთს და ყირგიზეთს, რადგან შეეჯახა უკრაინის წინააღმდეგობას, რომელიც სხვათაშორის არასდროს ყოფილა სამხედრო სახელმწიფო. რუსეთის არმიის უძელელობაზე მითი, დასავლეთში დაინგრა".- ამბობს ის. 

პოდოლიაკის თქმით, ნათელია, რომ ასეთ სიტუაციაში უკრაინა არ დათანხმდება გაუმაძღარ კომპრომისებს, რომელიც უკრაინელების ინტერესებს დააზიანებს.

"ხალხი ბრძოლის ველზე იღუპება და ჩვენ რუსეთის პრეზიდენტს არ მოვუსმენთ".- აღნიშნა მან. 

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა ბოლომდე იბრძოლოს. მისი თქმით, უკრიანულმა არმიამ, უკვე  ბევრ რაიონში წამოიწყო კონტრშეტევა. 

პოდოლიაკმა სამშვიდობო შეთანხმების მომზადებასა და პუტინის ზელენსკის შეხვედრაზეც ისაუბრა. პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა არა მხოლოდ ხელს აწერს ხელშეკრულებას, არამედ სურს შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც მომავალში მისი უსაფრთხოების გარანტი იქნება.

"ჯერჯერობით, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის დელეგაციები დგანან თავიანთ პოზიციებზე. საკამათო პუნქტების კოორდინაცია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან კვირანახევრამდე. ამ დროის განმავლობაში ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ სამშვიდობო შეთანხმების დადებას".- თქვა მან. 

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ როგორც კი შეთანხმებაზე მუშაობა დასრულდება, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება დაიწყება.

"ეს მოხდება უახლოეს კვირებში, ადგილს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს შეუიძლება მოხდეს ნებისმეირ ადგილას, რუსეთის გარდა".- ამბობს პოდოლიაკი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები