რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დღეს, 17 მარტს, უკრაინაში ჰუმანიტარული სიტუაციის გამო გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინაში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე დღეს, 17 მარტს, 15:00 საათზე სხდომას გამართავს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების, ალბანეთის, გაერთიანებულმა სამეფოს, საფრანგეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის მოთხოვნით გაიმართება. 

//twitter.com/hashtag/SecurityCouncil?src=hash&ref_src=twsrc%5Etfw">#SecurityCouncil meeting on the humanitarian situation in #Ukraine Thursday 17 March

The meeting was requested by US, Albania, UK, France, Ireland & Norway. We have asked for briefings by @UNDPPA @Refugees @WHO

We #StandWithUkraine️ 🇺🇦♥️ pic.twitter.com/eR5VihlcCq— NorwayUN (@NorwayUN) March 16, 2022

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები