რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ნაღმები ააფეთქეს

რუსმა სამხედროებმა, რომლებსაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკავიათ, ერთ-ერთ ენერგობლოკთან ნაღმები ააფეთქეს. ინფორმაციას უკრაინის ატომური ენერგიის ეროვნული კომპანია ენერგოატომი ავრცელებს.

"რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ენერგოსადგურის მოედანზე, სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის ნანგრევებთან და N1 ენერგობლოკთან  საბრძოლო მასალების ნაწილი ააფეთქეს და გეგმავენ მომავალშიც განახორციელონ აფეთქებები ევროპაში უმსხვილეს ბირთვულ ობიექტზე. კიდევ რა ტერაქტებია საჭირო პარტნიორების გადამწყვეტი მოქმედებებისთვის?" - ნათქვამმია ენერგოატომის განცხადებაში.

კომპანიის თანახმად, აფეთქებების დროს პერსონალი სამუშაო ადგლებს ტოვებდა. ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა აფეთქების შემდეგ რადიაციული ფონი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები