რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნობილის ელექტრომომარაგების ხაზი ისევ დააზიანეს – უკრაინა

Getty Images / iStockphoto

უკრაინის ენერგეტიკის სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა დააზიანეს მომარაგების ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგიით ამარაგებს. 

სავარაუდოდ, ქსელი ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენიდან მალევე დაზიანდა.

კომპანია აღნიშნავს, რომ სარემონტო ჯგუფმა დაუყოვნებლივ უნდა შეძლოს ადგილზე მისვლა და დაზიანების შემოწმება.

დაზიანების შემდეგ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის მიწოდება 13 მარტს აღდგა.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყველა ობიექტი, რომელიც გაუცხოების ზონაშია განლაგებული რუსულმა სამხედრო ძალებმა აიღეს. 9 მარტს ჩერნობილის ატომურ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა გაჩნდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობდა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო რადიაციული გაჟონვის საფრთხე არსებობდა. 11 მარტს ატომურ ელექტროსადგურს დიზელის საწვავის დამატებითი მარაგი მიაწოდეს დიზელის ელექტროსადგურისთვის, რომელიც გადამუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოს ავარიული კვების წყაროა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები