რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: რუსეთის მთავარი სამიზნე დონბასი, მარიუპოლი და ნიკოლაევი გახდა

ოლეკსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალების მთავარი სამიზნე დონბასი, მარიუპოლი და ნიკოლაევი გახდა. შედარებით მშვიდი მდგომარეობაა კიევის, ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის ოლქებში.

"მოწინააღმდეგეს თავისი ჯარების ნაწილი სამხრეთში და აღმოსავლეთში გადაჰყავს" - თქვა არესტოვიჩმა.

ოლექსი არესტოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით და ასევე ხარკოვთან ახლოს რუსული სამხედრო ძალები თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ.

"მოწინააღმდეგე დგება თავდაცვაში, ჩვენს მას დარტყმებს ვაყენებთ და ის წინ არ მიიწევს. 24 საათის განმავლობაში შესანიშნავად მუშაობდნენ ჩვენი საჰაერო ძალები, მათი ანგარიშის მიხედვით, ჩამოგდებულია მოწინააღმდეგის, სულ მცირე, 7 საფრენი აპარატი, მათგან 4 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონი. ასევე ზუსტდება ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა." - თქვა არესტოვიჩმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები