რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლაფიდი: რუსეთი ისრაელს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ვერ გამოიყენებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაფიდის თქმით, რუსეთი ისარაელს სანქციების გვერდის ავლისთვის ვერ გამოიყენებს. ამის შესახებ მან სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ივან კორჩოკთან ბრატისლავაში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა.

"ისრაელი არ იქნება გზა, რომლითაც რუსეთი შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების დაწესებულ სანქციებს თავს აარიდებს". – თქვა ლაფიდმა. 

მან დაამატა, რომ ამ საკითხს განიხილავენ ისრაელის ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკკის სამინისტროსთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან და სხვებთან. 

ლაფიდის თქმით, რუსეთის ქმედებები გაუმართლებელია. ასევე, მან აღნიშნა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მხარეებს შორის მედიაციისთვის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები