რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. კულებას თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. პრესკონფერენციაზე მან ამის მიზეზები განმარტა.

"რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უკავშირებს უკრაინის მიმართ პუტინის მოთხოვნების შესრულებას. უკრაინა არ დანებდა და არ დანებდება". - თქვა მან.

კულება იმედოვნებს, რომ დღევანდელი ფორმატით შეხვედრები გაგრძელდება.

"ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ვეძებთ დიპლომატიური გადაწყვეტილებების ძიებას. მაგრამ სანამ არ არსებობს, ჩვენ თავდაუზოგავად გავწირავთ თავს, დავიცავთ საკუთარ თავს, დავიცავთ ხალხს რუსული აგრესიისგან. იმედი მაქვს, დღევანდელი ფორმატი გაგრძელდება". - დასძინა დმიტრო კულებამ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები