რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დაბნეული ზღარბები ბუჩქებში დარბიან" – უკრაინელებმა ქალაქ ნიკოლეავის აეროპორტი დაიბრუნეს

ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნეს. ამის შესახებ კიმი Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს. 

"აეროპორტი ჩვენია! ჩვენ ისინი გავყარეთ. უფრო კომფორტულად ვეწყობით. მართალია, თვითმფრინავებს ახლა არ შეუძლიათ ფრენა, მაგრამ აეროპორტი ჩვენია. ეს საჭირო ობიექტია". – ამბობს გუბერნატორი

გუბერნატორმა დაამატა, რომ რუსმა სამხედროებმა თავის გადარჩენა გაქცევით სცადეს.

"სხვა მხრიდანაც იბრძოდნენ, იქ უფრო მცირე ძალებით შედიოდნენ. დაბნეული პატარა ზღარბები ბუჩქებში დარბიან. მათ არ იციან რა გააკეთონ. ახლა ჩვენ ყველას ვიპოვით". – აღნიშნა ნიკოლაევის გუბერნატორმა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები