რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: აშშ და ევროპელი პარტნიორები რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას განიხილავენ

ენტონი ბლინკენი
AP

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ და ევროპელი პარტნიორები რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას განიხილავენ, თუმცა ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა გლობალურად ნავთობის სტაბილურად მიწოდების მნიშვნელობას. 

"ახლა ძალიან აქტიური დისკუსია გვაქვს ევროპელ პარტნიორებთან ჩვენს ქვეყნებში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ. რა თქმა უნდა ამავდროულად შევინარჩუნებთ მსოფლიოში ნავთობის სტაბილურ მიწოდებს". – თქვა ბლინკენმა NBC-სთან ინტერვიუში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს რუსეთისგან 20.4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი და რაფინირებული ნავთობი იყიდა. ეს აშშ-ში მოხმარებული ნავთობის, დაახლოებით, 8%-ია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები